ანდრო გოცირიძე: ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა

ზაფხულში პარტიულ მედიებს ერთი ამბავი ჰქონდათ, ლიეტუვას მთავრობა კორუფციულ სკანდალში გაეხვიაო. პასუხი იქვეა, რას გვიშენებენ და რას “გვაძალებს” ევროპა.
⭕️ ”ლიეტუვაში, კორუფციული სკანდალის გამო, მთავრობა გადადგა. მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილების შეწყვეტა ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის გინტაუტას პალუცკასის მიერ თანამდებობის დატოვებას უკავშირდება. ის კორუფციულ სკანდალში გაეხვა. გაირკვა, რომ მასთან დაკავშირებულმა კომპანიამ შეღავათიანი კრედიტი მიიღო და თანაც დაჩქარებული წესით.”
⛔️ ჩვენთან: ბრალდებულია ორგზის პრემიერმინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, თავდაცვის ნამინისტრალი და ცენტრალური ფიგურა, დაკავებულია თავდაცვის მინისტრი და მისი მხლებლები ჯარისკაცის ჯანმრთელობაზე ფულის კეთების გამო, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე – მილიონების მითვისებაზე, მთავრობის სხვა წევრები-საბავშვო ბაღების არაშენებაზე, გლეხების და ფერმერების ფულის ჭამაზე; სუს-ის უფროსს ქოლ-ცენტრების საქმეზე დაიჭერენ, ინფრასრტუქტურის მინისტრს-ავტობანის ფულის ჭამაზე და პარტიის პასუხისმგებლობა არის ნული, მაშინაც კი, თუ ამჟამინდელი პრემიერი მაშინ პარტიის თავმჯდომარე ან პარლამენტის თავმჯდომარე იყო, პარტიის, რომლის საარჩევნო კამპანიები ამ კორუფციული ფულით ფინანსდებოდა და აი, ამ კორუმპირებულ ბავშვის და ჯარისკაცის ულუფის მჭამელებს ცხვირში გვატენიდა, ხოლო ვინც ამაზე ვსაუბრობდით, აგენტებს გვეძახდა და ისეთი სიძულვილი დათესა, ბავშვების, ქალების ქუჩაში ცემას ამართლებს გაბრიყვებული ხალხი.
ეს აროს განსხვავება “სუვერენიტეტდაკარგულ” ევროპასა და “სუვერენულ” საქართველოს შორის. სუვერენობა უნდათ თავისთვის.
📛 კიდევ ერთი: იმ სახლებში ამოღებული ოქროს ზოდები და ნიკოლოზის თუმნიანები სულ შეჭმული უცხოური დახმარებაა. ეს ჩვენ უნდა მოგვხმარებოდა, ამიტომ იკლებს დასავლელი გადასახადის გადამხდელი ფულს და გიგზავნის შენ. ამიტომ უნდა არასამთავრობოებით იმ ფულის და კორუფციის კონტროლი, რომელიმე ღარიბაშვილმა 7 მილიონი ქეში რომ არ დაიდოს სახლში, ნაცვლად საბავშვო ბაღის აშენებისა.
🔖 წერს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, სხვადასხვა დროს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სექტორების ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრო გოცირიძე.