საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ქვეყნის საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებულ პრობლემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი ბაჩიაშვილი საქართველოში იქნა ჩამოყვანილი, ივანიშვილთან დაპირისპირებული ბიზნესმენის ქვეყანაში აღმოჩენის თემა აქტუალურად განიხილება.
მას შემდეგ, საქართველოში აღმოჩენაზე ბაჩიაშვილმა სასამართლოში სკანდალური განცხადება გააკეთა, ახლა ყველა ამაზე საუბრობს და მას ჩვენც გვერდს ვერ აუვლით.
ბიზნესმენ ბაჩიაშვილის საქართველოში აღმოჩენის საკითხი რაზე მეტყველებს და სავარაუდოდ, როგორ უნდა გავიგოთ?
– უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, სიტუაციის შესაბამისად, მშრალი და არაინფორმატიულია. ის აღწერს მხოლოდ დაკავების მომენტს, როდესაც ობიექტი იმყოფებოდა კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე, თუმცა, ბუნებრივია, ბაჩიაშვილის იქ თავისთავად მოხვედრის ალბათობა ეჭვს ბადებს.
ძებნილი პირი, რომელიც ლიკვიდაციის საფრთხეზე საუბრობდა, ცხადია, არ მოუახლოვდებოდა ქართული სპეცსამსახურების ზემოქმედების არეალს ისე ახლოს, რომ ის შემჩნეული და დაკავებული ყოფილიყო. ის, სავარაუდოდ, პარტნიორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააკავეს და შესაძლოა, კონსპირაციის მიზნით ნეიტრალურ ზონაში გადასცეს საქართველოს სპეცსამსახურს. შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილა ნეიტრალურ ზონაში გადაცემა და ის პირდაპირ აღმოჩნდა ქართული სპეცსამსახურების ხელში.
სავარაუდოდ, პარტნიორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა დააკავეს და შესაძლოა, კონსპირაციის მიზნით ნეიტრალურ ზონაში გადასცეს საქართველოს სპეცსამსახურს. შესაძლოა, საერთოდ არ ყოფილა ნეიტრალურ ზონაში გადაცემა და ის პირდაპირ აღმოჩნდა ქართული სპეცსამსახურების ხელში
არსებული ინფორმაციის სიმწირის გამო, იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული ფარული გარიგების ან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იგი თავად ჩაბარდა საქართველოს ხელისუფლებას.
ზოგადად, ვისურვებდი, რომ ქვეყნის სპეცსამსახურები, თუ დამნაშავის დაკავების ან დასჯის ღონისძიებებში მათი ჩართვა აუცილებელია, უფრო სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, სეპარატისტულ რეჟიმებს შეფარებული მკვლელების და ტერორისტების პასუხისგებაში მიცემის საკითხებში იყვნენ ჩართულები. მათ საამისო ცოდნა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებიც გააჩნიათ.
იმასაც ვერ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეული ფარული გარიგების ან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, იგი თავად ჩაბარდა საქართველოს ხელისუფლებას
ათწლეულებია, რაც ქართული სპეცსამსახური, დასავლური ტრენინგების, ინფორმაციის გაზიარებისა და ტექნიკური დახმარების ხარჯზე მეტად საიმედო პარტნიორად ითვლება ანტიტერორისტულ თუ საერთაშორისო დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებზე.
ამ ფონზე ორმაგად დასანანია, რომ ამ ცოდნის, გამოცდილების, ძალების და საშუალებების გამოყენება პოლიტიკური მიზნით ხდება და ეს პოტენციალი სახელმწიფო უსაფრთხოებას აკლდება არსებული საფრთხეების პირობებში.
ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სპეცსამსახური სახელმწიფოსთან დაპირისპირებული პირების დასასჯელად ან პარტნიორი ქვეყნის თხოვნის საფუძველზე მოქმედებს.
ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როდესაც სპეცსამსახური სახელმწიფოსთან დაპირისპირებული პირების დასასჯელად ან პარტნიორი ქვეყნის თხოვნის საფუძველზე მოქმედებს
პროფესიონალიზმი კარგია, მაგრამ აქ მთავარი პრიორიტეტები და ვექტორია: არსებული რეალობის გათვალისწინებით, ვინ არის ჩვენი პარტნიორი და რა არის სახელმწიფოს უსაფრთხოება? ხომ არ გადაფარა პარტიულმა ინტერესებმა სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესები?
– ფაქტია, რომ პროცესები ქვეყნის შიგნით და გარეთ არა მარტო დინამიკურად, არამედ საკმაოდ დაჩქარებულ რიტმში ვითარდება.
თანმიმდევრულად აჩქარებულია იმ ცენტრების აქტიურობა, რომლებიც ქმნიან იმ ტიპის კოორდინატთა სისტემებს, რომელიც განსაზღვრავს მსოფლიო პოლიტიკის მოძრაობის ტრაექტორიას.
ვიდრე აშშ-საქართველოს ურთიერთობებს შევეხებით, მანამდე უნდა შევეხოთ აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტო DIA-ს მიერ გამოქვეყნებულ შეფასებას, რომელიც გლობალური უსაფრთხოების გარემოს ეხება და რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.
ამ ანგარიშში საქართველოზე ნათქვამია – „რუსეთს თითქმის უეჭველად გამიზნული აქვს საქართველოს დაბრუნება თავის გავლენის სფეროში. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ შექმნა გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“.
აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ეს ანგარიში არც ხელისუფლებამ შეიმჩნია და არც სახელისუფლებო პროპაგანდამ.
თქვენ როგორ აღიქვით ამ ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეხება? სავარაუდოდ, როგორი უნდა ყოფილიყო ამ ანგარიშზე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების რეაქცია?
– თავდაცვის დაზვერვის სააგენტო აშშ-ის სადაზვერვო თანამეგობრობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია. იგი ფლობს ღია წყაროების, ელექტრონული და აგენტურული დაზვერვის საკმაოდ მძლავრ შესაძლებლობებს. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მომზადებული ანალიტიკური მასალა, საფრთხეების შეფასების დოკუმენტის სახით წარედგინება კონგრესისა და სენატის შესაბამის კომიტეტებს. სწორედ ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით ხდება ქვეყნის, რეგიონის, პრობლემის მიმართ ამერიკული პოლიტიკის ფორმირება, რომელიც შემდგომ სახელმძღვანელოა თეთრი სახლის ადმინისტრაციისთვის.
წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც 2025 წლის საფრთხეებს მიმოიხილავს, მკაფიოდ წერია, რომ საქართველოში რუსული გავლენის გაძლიერებას მმართველმა პარტიის მიერ შექმნილმა გარემომ შეუწყო ხელი და რომ რუსეთი დიდი ალბათობით ეცდება სრულად გააკონტროლოს საქართველო.
შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ოცდაათწლიანი ისტორიის განმავლობაში უმდაბლეს ნიშნულზეა, რაც, ისედაც ტურბულენტურ გარემოში საქართველოსთვის დამატებით რისკებს წარმოშობს, რადგან რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება საქართველოსთვის სუვერენიტეტის შეზღუდვას ან სრულად დაკარგვას ნიშნავს
მაინც რა არის ის მოქმედებები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ რუსული გავლენების გაძლიერებას უწყობს ხელს? დემოკრატიის უკუსვლა, ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე პროდასავლური განწყობების შემცირება და პრორუსული სენტიმენტების, ასევე პოლიტიკური სუბიექტების გაძლიერება, პოლიტიკური ოპონენტების შეზღუდვისკენ მიმართული ღონისძიებები – ეს ყველაფერი დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ძირის გამოთხრას და ინტეგრაციის შეჩერებას იწვევს, რაც საქართველოს უსაფრთხოების მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საქართველოში რუსულ გავლენას აძლიერებს.
ხელისუფლების რეაქცია როგორიც არ უნდა იყოს, ერთი რამ ცხადია: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობები ოცდაათწლიანი ისტორიის განმავლობაში უმდაბლეს ნიშნულზეა, რაც, ისედაც ტურბულენტურ გარემოში საქართველოსთვის დამატებით რისკებს წარმოშობს, რადგან რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება საქართველოსთვის სუვერენიტეტის შეზღუდვას ან სრულად დაკარგვას ნიშნავს.
– აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ეს ანგარიში მანამდე გამოქვეყნდა, ვიდრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუბიო და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვილოცავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობის 107 წლისთავს.
პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის მოლოცვა რომ აშკარად პროტოკოლური იყო, ფაქტია. რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის რუბიოს მოლოცვას, ცხადად ჩანს, რომ მისი მოლოცვის ადრესატი ქართველი ხალხი უფრო იყო, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება.
აშშ-ს სენატში „მეგობარი აქტის“ მიღებით დადასტურდა, რომ საქართველოსთან და კერძოდ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში კრიტიკული დამოკიდებულება დომინირებს. როგორც ამბობენ, არაა გამორიცხული მალე „მეგობარ აქტს“ აშშ კონგრესიც განიხილავს და მიიღებს. რაც აშშ-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ურთიერთობებს კიდევ უფრო გაართულებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყნის დამოუკიდებლობის 107 წელთან დაკავშირებით ვაშინგტონიდან ორი განსხვავებული შინაარსის მოლოცვას?
– თავისთავად ის ფაქტი, რომ ამ ურთულეს პერიოდში სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ეროვნული დღესასწაულის მილოცვის შაბლონურ ფორმასა თუ ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემატიკაზეა დაყვანილი, ტრაგიკულია.
2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზიციით საქართველოს შეეძლო და ვალდებულიც იყო, ეს ფურცელი გადაეშალა, ეტაპობრივად გაესწორებინა ყველა ის ხარვეზი თუ გადაცდომა, რაც დემოკრატიის კუთხით გვქონდა, რაზედაც პარტნიორები მუდმივად მიგვითითებდნენ და გაეგრძელებინა ინტეგრაციის გზა.
სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა: მინიმუმ უკანასკნელი 5 -7 წლის მანძილზე სახეზეა დემოკრატიის უკუსვლა, თუნდაც იმავე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებთან შედარებით, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების საუკეთესო მეთოდად ანტიდასავლური პროპაგანდით ამომრჩევლის აზრის მანიპულაცია იქცა.
მინიმუმ უკანასკნელი 5-7 წლის მანძილზე სახეზეა დემოკრატიის უკუსვლა, თუნდაც იმავე „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებთან შედარებით, ხოლო ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივების საუკეთესო მეთოდად ანტიდასავლური პროპაგანდით ამომრჩევლის აზრის მანიპულაცია იქცა
რაც შეეხება წერილებს, პრეზიდენტ ტრამპის წერილის ორიგინალი არ მინახავს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი. სახელმწიფო მდივნის მოსალოცში კი კიდევ ერთხელ არის გაჟღერებული ვაშინგტონის პოზიცია: საქართველო უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას. მხოლოდ ამ პირობებშია შესაძლებელი ნაყოფიერი თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან.
ამ თანამშრომლობის ღირებულებას დამატებითი განმარტებები არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ, რადგან რუსული პროპაგანდა მის მნიშვნელობას ეჭვქვეშ აყენებს, განმეორებით აღვნიშნავ: სწორედ ვაშინგტონთან თანამშრომლობით მოხერხდა საქართველოს თავდაცვის ძალების, ქართული სპეცსამსახურების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმა, რამაც საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორად, უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღებად, არამედ პროვაიდერადაც აქცია. ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სექტორისთვის.
სწორედ ვაშინგტონთან თანამშრომლობით მოხერხდა საქართველოს თავდაცვის ძალების, ქართული სპეცსამსახურების, სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმა, რამაც საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორად, უსაფრთხოების არა მხოლოდ მიმღებად, არამედ პროვაიდერადაც აქცია. ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სექტორისთვის
დასასრულს, ვაშინგტონი, მიუხედავად მოსკოვის მუდმივი ზეწოლისა, გადამწყვეტ როლს თამაშობდა ოკუპირებული წარმატებული არაღარების პოლიტიკის საქმეში.
– ამ მოვლენების ფონზე ვიგებთ, რომ აშშ-ს ელჩს საქართველოში ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მცდელობა, რაზეც უარი უთქვამს ივანიშვილს.
ამ ინფორმაციის გახმაურების შემდეგ აშშ-ს საელჩომ საქართველოში თავად გაავრცელა მოკლე განმარტება, რომლის შემდეგაც მომხდარზე გავრცელდა თავად ივანიშვილის საკმაოდ ვრცელი წერილი. მასში საუბარია იმაზე, რომ ივანიშვილმა ელჩს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა შესთავაზა. თუ რატომ ამის მიზეზებიც არის წერილში განმარტებული.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ივანიშვილის წერილმა?
თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი აღმოჩნდა აშშ-ს ელჩთან არ შეხვედრის ის მიზეზები, რაზეც ივანიშვილმა თავის განცხადებაში ისაუბრა?
– შეხვედრაზე, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გაჟღერდებოდა ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ანტიდასავლური რიტორიკა, დაუბრუნდეს დემოკრატიულ განვითარებას და არ დაუშვას პოლიტიკური ოპონენტების დევნა.
თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხება, საქართველო პარტნიორების გარეშე დარჩება, რაც რუსეთს უკვე საშუალოვადიანი გეგმების რეალიზაციის საშუალებას მისცემს
ამ პირობების მიღება „ქართული ოცნებისთვის“ მმართველობის დასასრულია. სავარაუდოდ, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ჯერჯერობით არ არის მზად ამგვარი განვითარებისთვის, ამიტომ, შეხვედრა იმთავითვე უშედეგოდ დასრულდებოდა.
მეორე მხრივ, ივანიშვილის ეს უარი ოცნების პოლიტიკის გაგრძელებაა: მმართველი პარტია ცდილობს მისთვის მისაღები პირობებით დასავლეთი ჩართოს მასთან მოლაპარაკებებში და ამგვარად მიაღწიოს შედეგს თუ არა, ლეგიტიმაციას მაინც.
– გვახსოვს, რომ აშშ-ს ელჩი საქართველოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილთან ჰქონდა შეხვედრა. მანამდე საქართველოზე დასმულ კითხვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა წერილობით უპასუხა. ამ წერილობითი პასუხი ასეთი იყო – კანონები, პატიმრების გათავისუფლება, არჩევნები.
საუბარია იმ კანონების გადახედვაზე, რომელიც პარლამენტმა მიიღო, მათ შორის ისეთ კანონებში ცვლილებებია შეტანილი, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვებასაც კი აზრი აქვს დაკარგული. ასევე საუბარია ქვეყნის ევროპული გზის დასაცავად ქუჩის საპროტესტო აქციებისას დაკავებულები მოქალაქეების გათავისუფლებაზე და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. რჩება შთაბეჭდილება, რომ ელჩი ივანიშვილთან შეხვედრას ისევ ამ პრეტენზიების თქმას გადაწყვეტილებების მიმღებ პირთან აპირებდა.
ივანიშვილის განცხადებაში ვკითხულობთ – „მზად ვიყავი, დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებისთვის, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით დამეხარჯა“.
ივანიშვილის განცხადება ბერი თვალსაზრისით არის საინტერესოც და საგულისხმოც. ამ წერილშიც ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება აშშ-გან „ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებას“ ითხოვს.
თქვენ როგორ აღიქვით ივანიშვილის განცხადების ის პასაჟები, რაზეც გავამახვილე ყურადღება? და კიდევ – რას შეიძლება ნიშნავდეს ასე დაჟინებით ურთიერთობების „სუფთა ფურცლიდან დაწყება“?
– შეერთებული შტატების მოთხოვნები ცნობილია: დემოკრატიული განვითარების ორბიტაზე დაბრუნება, პოლიტიკურ ოპონენტებთან ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი და რაც მთავარია, ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა.
როგორც ჩანს, მმართველი პარტია ამ წინაპირობების შესასრულებლად ჯერჯერობით მზად არ არის და ვაშინგტონს თემატურ თანამშრომლობას სთავაზობს პრინციპით, „მიგვიღეთ, როგორებიც ვართ, დემოკრატია არც ნაციონალების დროს იყო და არც იმ ქვეყნებშია, რომლებთანაც თანამშრომლობთ“.
საქმე ის გახლავთ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს არ განიხილავს როგორც ცენტრალური აზიის ან ახლო აღმოსავლეთის ტიპური ჰიბრიდული რეჟიმის სახელმწიფოდ. ვაშინგტონი ჩვენ დასავლურ დემოკრატიად გვთვლის და მხოლოდ ეს მოდელია მისთვის საკუთარი ინვესტიციების თუ ძალისხმევის შედეგის უსაფრთხოების გარანტი.
საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ეს პარადიგმა გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმის პირობებში, დასავლეთთან თანამშრომლობის შედეგად მიღებული მცირე ფინანსური შემოსავალი.
პოზიტიურია, რომ ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, კორექტირებას განიცდის, ორპარტიული განწყობა კი იმგვარია, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა არ შესუსტდება. შესაბამისად, არ მოხდება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე რომელიმე ხელისუფლებასთან გარიგება ან უფრო ცუდი- რეგიონის რუსეთისთვის ან ჩინეთისთვის დათმობა.
„ქართული ოცნება“ ცდილობს მისთვის მისაღები პირობებით დასავლეთი ჩართოს მასთან მოლაპარაკებებში და ამგვარად მიაღწიოს შედეგს თუ არა, ლეგიტიმაციას მაინც
რუსეთის მომძლავრებას რეგიონში თურქეთიც არ დაუშვებს, თუმცაღა, თურქეთი და რეგიონის სხვა სახელმწიფოები, თავის მხრივ, არ არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებით დაინტერესებული. ამ ვითარებაში ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ნამდვილად მეტი სიმწიფე მართებს, რომ სწორად გამოიყენოს დასავლეთის ინტერესი შავი ზღვისა აუზისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ.
ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის. ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს და ამიტომ, ოპოზიციის მხრიდან მუდმივად უნდა ხდებოდეს განვითარების შესაძლო მოდელების ფორმირება და პარტნიორებისთვის შეთავაზება.
– ბრიტანულმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა რუსულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლეთისგან ითხოვს წერილობით პირობას ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოებაზე.“
ამას რუსები კარგა ხანია ითხოვენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ევროპა თვითონ აპირებს ახალი უსაფრთხოების ქოლგის შექმნას, რომელშიც შავი ზღვის უსაფრთხოება განსაკუთრებული სივრცე იქნება. მეტიც „ახლა ქოლგაში“ მოიაზრება უკრაინისა და თურქეთის არმიები და შავ ზღვაზე თურქეთის ფლოტის შესაძლებლობები.
პუტინის მოთხოვნები იმ თვალსაზრისითაა საფრთხის შემცველი, რომ პრაქტიკულად აღარ არსებობს ფორმატი, ან პლატფორმა, რომლის ფარგლებში ქართული სახელმწიფო ესაუბრება დასავლეთს.
რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთს არა საქართველოს ხელისუფლება, არამედ ღიად და როგორც ჩანს, უკვე კულუარებშიც რუსეთის პრეზიდენტი ესაუბრება?
– გარდამავალ პერიოდში რუსეთი საქართველოს დემოკრატიულ მოწყობაში ხედავს საფრთხეს, ამიტომ როგორც მინიმუმი, ის ცდილობს დემოკრატიის დასამარებას საქართველოში. საპირისპიროდ, როგორც უკვე ვთქვით, დასავლეთთან ერთადერთი კავშირი სწორედ დემოკრატიული წყობა და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაა.
თუ საქართველოში დემოკრატია დამარცხება, საქართველო პარტნიორების გარეშე დარჩება, რაც რუსეთს უკვე საშუალოვადიანი გეგმების რეალიზაციის საშუალებას მისცემს.
საშუალოვადიან პერსპექტივაში კი, რუსეთი საერთოდ არ განიხილავს საქართველოს სახელმწიფოდ. კრემლისეული მოდელი თბილისის და ქუთაისის გუბერნიაა, სოხუმის სამხედრო ოლქთან ერთად. ბუნებრივია, ადმინისტრაციული ერთეულების სახელი იცვლება საუკუნეების შესაბამისად, მაგრამ ეს ხედვა მყარია და რუსეთის ამჟამინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ის არაერთხელ გაუჟღერებია.
ტრამპის იზოლაციონისტური პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, კორექტირებას განიცდის, ორპარტიული განწყობა კი იმგვარია, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერა არ შესუსტდება. შესაბამისად, არ მოხდება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე რომელიმე ხელისუფლებასთან გარიგება ან უფრო ცუდი- რეგიონის რუსეთისთვის ან ჩინეთისთვის დათმობა
რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ახალი არ არის, მაგრამ სახიფათო ის გახლავთ, რომ საქართველო ახლა პარტნიორების გარეშეა მასთან დარჩენილი. უკრაინაში ომის დასრულების ერთ ერთ წინაპირობად კრემლი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტას ითხოვს. თუკი დასავლეთი პუტინს ამ მოდელზე დაელაპარაკება, გვაქვს კი კონსულტაციები დასავლელ ლიდერებთან, რომ საქართველოს ინტერესები დაცული იყოს?
რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე შემხვედრ წინადადებად რუსეთის პირობა დაიდოს, არ გაფართოვდეს სამხრეთით, თუკი ნატო არ გაფართოვდება აღმოსავლეთ ფლანგზე? სირიის რეჟიმისათვის სანქციების მოხსნისათვის ამერიკულ პაკეტში ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევა რომ ჩადებულიყო, ამაზე თეთრ სახლთან რა კომუნიკაცია გვაქვს?
სამწუხაროდ, ცხადია, არანაირი, რადგან ურთიერთობის ველი ნეგატიური რიტორიკითაა გაჯერებული. ამიტომ ვამბობთ, რომ დასავლეთთან კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე უფრო სუსტები ვართ, ვიდრე პარტნიორებთან ერთად კოალიციაში.
– უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
იგი პუტინს ხან აქებს და ავლენს სურვილს რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში შეხვდეს, ხანაც საჯაროდ უბრაზდება. ხან იმაზე საუბრობს, რომ „პუტინს მთელი უკრაინა უნდა არა მარტო მისი ნაწილი, მაგრამ თუ ეს მან გააკეთა, ეს რუსეთის კატასტროფას გამოიწვევს“.
ტრამპის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების ფონზე რუსეთის აგრძელებს უკრაინის ქალაქების ადა სოფლების დაბომბვებს. ლავროვი ამ „მასირებულ დაბომბვებს ბუნებრივს“ უწოდებს და ამატებს „დამნაშავე ზელენსკი და მისი ხუნტა უნდა დაისაჯოს“.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს თუ გავიხსენებთ, არ რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსებს მშვიდობა უნდათ მანამდე, როგორც თავად ამბობენ, „ვიდრე ომის მიზეზები არ აღმოიფხვრება.
უკრაინის-რუსეთის ომზე დონალდ ტრამპმა განაცხადა – „ორი კვირის განმავლობაში გავიგებთ პუტინი სამშვიდობო პროცესში ყალბად არის დაინტერესებული თუ არა, თუ ყალბადაა დაინტერესებული, ცოტა სხვაგვარი პასუხი გვექნებაა“.
არადა, ახლაც ცხადად ჩანს, რომ რუსეთს ადა პუტინს მშვიდობა არ უნდათ. სტამბულში უკრაინა-რუსეთის დელეგაციების დასრულების შემდეგ, დელეგაციის ხელმძღვანელმა მედინსკიმ თქვა – „რუსეთი 21 წელი ეომა შვედეთს, ჩვენ ახლაც იმდენ ხალხს ვიომებთ, რამდენი დროც დასჭირდება ომის მიზეზები აღმოფხვრას.
ასეთ ვითარებაში გაუგებარია უახლოეს 2 კვირაში რა უნდა მოხდეს ისეთი, რაც ტრამპს დაარწმუნებს იმაში, რომ რუსეთს ომი არ უნდათ.
სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები, რომელიც უკრაინა-რუსეთის ომს უკავშირდება?
– რამდენიმე თვის მანძილზე ტრამპმა მედიატორის როლი მოსინჯა, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, პუტინის მხრიდან ეს სისუსტედ იქნა აღქმული და კრემლი მყისიერად შეეცადა ევროპისა და შეერთებული შტატების დაპირისპირებას უკრაინის თემატიკაზე.
ამავდროულად, ეკონომიკური თუ სამხედრო პრობლემების გამო რუსეთი ნებისმიერ პაუზას სულის მოსათქმელად იყენებს და შემდგომ, გაძლიერებულად ცდილობს ბრძოლის ველზე წარმატების მიღწევას, მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის შედეგად მსოფლიოს შეძრწუნებას, რომ მოსალოდნელ მოლაპარაკებებში დომინანტი პოზიციით წარსდგეს.
წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის გარკვეული მოდელი იქნება შემუშავებული. საქართველოსთვის ნამდვილად ქარიშხლიანი პერიოდი სწორედ მაშინ დაიწყება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მანამდე მოხერხდეს შიდაპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა და პარტნიორებთან ურთიერთობების გაჯანსაღება
ქართველებმა, აფხაზეთში განვითარებული რუსული ოკუპაციის მაგალითზე კარგად ვიცით, რისთვის იყენებს მოსკოვი ნებისმიერ მოლაპარაკებას და რა ფასი აქვს მოსკოვთან დადებულ ხელშეკრულებას.
ვფიქრობ, დიდი ალბათობით, ტრამპის ადმინისტრაციას მოუწევს უფრო აქტიურად ჩაერთოს უკრაინის სამხედრო პოტენციალის გაძლიერების საკითხში.
სამხედრო თვალსაზრისით ომი ჩიხში შედის: არც რუსეთს შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველყოფა. მცირე წინსვლა, რომელიც უკანასკნელ კვირებში რუსულ სამხედრო დანაყოფებს აქვთ, სურათს ვერ ცვლის. ვერც უკრაინა მოახერხებს ტერიტორიების სრულ დეოკუპაციას სამხედრო ძალით.
სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტის გარკვეული მოდელი იქნება შემუშავებული. საქართველოსთვის ნამდვილად ქარიშხლიანი პერიოდი სწორედ მაშინ დაიწყება, ამიტომ, მნიშვნელოვანია, მანამდე მოხერხდეს შიდაპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა და პარტნიორებთან ურთიერთობების გაჯანსაღება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
