ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში

ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში რატი ანდრონიკაშვილის” მონბუს ობრადოირომ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც წილი ქართველ უკანახაზელსაც აქვს. “მონბუსმა” “რეალ ვალიადოლიდს” უმასპინძლა და 91:79 დაამარცხა, რაც მიმდინარე სეზონში მე-10 გამარჯვება იყო ანდრონიკაშვილის გუნდისთვის.
ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე 19 წუთით გამოჩნდა. რატიმ 3-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო. მის ანგარიშზე 11 ქულა დაგროვდა, რასაც მან 1 ჩაჭრაც მოაყოლა.” მონბუსს” ვლადიმირ ბროძიანსკიმ 19 ქულით ულიდერა, ამდენივე ქულა ჰქონდა ამერიკელ ჯეიმს დევიდსონს.
10 მოგებითა და 8 მარცხით “მონბუს ობრადოირო” მე-6 ადგილზეა.
მომდევნო ტურში, 7 თებერვალს, ანდრონიკაშვილის გუნდი სტუმრად “კანტაბრიას” დაუპირისპირდება.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში