ანდრი სიბიჰასა შესაძლოა მარკო რუბიოს შეხვდეს პარიზში

საფრანგეთმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა მიიწვია გერმანიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის გაფართოებულ შეხვედრაზე, სადაც შეიძლება ჩავიდეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც, იტყობინებიან რამდენიმე მედიასაშუალების წყაროები.
Reuters-ის თანახმად, შეხვედრა პარიზში შედგება 12 თებერვალს, მასზე უკრაინაში მიმდინარე ომზე იმსჯელებენ. სააგენტოს თანახმად, მასში რუბიოს მონაწილეობა ჯერ არ არის დადასტურებული.
სიბიჰას მიწვევის შესახებ მონაცემებს ადასტურებენ უკრაინის მედიასაშუალებები, მათ შორის „ინტერფაქს-უკრაინა“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი „სუსპილნე“.
როგორც BBC შენიშნავს, თუკი შეხვედრა შედგება, ეს შეიძლება იყოს უკრაინის წარმომადგენელთა მონაწილეობით უმაღლესი დონის პირველი მოლაპარაკებები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან, რომელსაც დონალდ ტრამპი უდგას სათავეში.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: დაიჭერენ თუ მხოლოდ მოხსნას აკმარებენ ყოფილ დეპუტატ ზარდიაშვილს, რომელიც პარლამენტიდან გაშვების შემდეგ თბილ ადგილას გაამწესეს და რომელსაც, იურიდიული განათლების მქონე პირს, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეკეთებინა იქ?

Moby: ახლა აქ ვარ, თბილისში, სახლიდან ყველაზე შორს… უკრაინისგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი გვესაზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ასე, რომ გეოპოლიტიკურად “ცხელი წერტილის“ შუაგულში ვართ