ანდრიუს კუბილიუსი – როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს დაჰპირდა

ვინ არის კრემლის ნამდვილი მმართველი: პუტინი თუ ლავროვი? – ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის რუსეთის მონაწილეობის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს.
„როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს ორმხრივ შეხვედრაზე დაჰპირდა. შესაძლოა, პუტინი კრემლის ნამდვილი მმართველი არ არის?“- წერს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვერ დათანხმდება იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან