ანდრიუს კუბილიუსი – თუ ტრამპი პუტინს მშვიდობის დამყარებაში ვერ დაარწმუნებს, ევროკავშირმა, შესაძლოა, უკრაინის დახმარება გააორმაგოს

ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენით.
ევროკომისარი სოციალურ ქსელში წერს, რომ და ევროკავშირი ამჟამად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდ ევროს გამოყოფენ. თუმცა, მისი თქმით, ამ თანხის უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენაში ინვესტირებით.
„თუ ტრამპი პუტინს მშვიდობის დამყარებაში ვერ დაარწმუნებს, ჩვენ, შესაძლოა, ძალიან სწრაფად წარმოვადგინოთ მშვიდობისთვის უფრო დამაჯერებელი არგუმენტები – უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდით. აქამდე ევროკავშირი და უკრაინას წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას უწევდნენ. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია იგივე თანხა დავხარჯოთ უკრაინაში თანამედროვე იარაღის შეძენაზე – რაც დაახლოებით ორჯერ ნაკლები დაჯდება, ვიდრე ევროკავშირში ან აშშ-ში წარმოებული იარაღი. ეს, ფაქტობრივად, გააორმაგებს უკრაინის მიერ იმავე 40 მილიარდი ევროს სანაცვლოდ მიღებული იარაღის მოცულობას. ჩვენი მხარდაჭერის რეალური ღირებულება 80 მილიარდ ევრომდე გაიზრდება“, – წერს კუბილიუსი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას