ანდრიუს კუბილიუსი – გრენლანდიაზე -ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება

გრენლანდიაზე -ის სამხედრო ოპერაცია ნატო-ს დასასრული იქნება, – ამის შესახებ ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.
კუბილიუსის განცხადებით, არ სჯერა, რომ აშშ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მიზნით სამხედრო ძალას გამოიყენებს.
„თუ ეს მოხდება, თუმცა ამის არ მჯერა, მაშინ ეს ყველა სახის ტრანსატლანტიკური კავშირისა და ნატო-ს დასასრული იქნება. სავარაუდოდ, ეს აშშ-ის ადმინისტრაციასაც კარგად ესმის“, – განაცხადა კუბილიუსმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ გრენლანდიაზე სამხედრო ძალის გამოყენება ნატო-სთვის უპრეცედენტო პარადოქსს წარმოქმნის.
„თუ აშშ გრენლანდიის წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებს, ამას გააკეთებს ისე, როგორც ნატო-ს წევრი? ნატო-ს მოუწევს, რომ თავისი ერთ-ერთი წევრი ნებისმიერი სახის აგრესიისგან დაიცვას, კერძოდ, და მისი ტერიტორია“, – აღნიშნა ევროკომისარმა.