ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასკომის წევრად არ აირჩიეს – “Associated Press”

ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასკომის წევრად არ აირჩიეს – “Associated Press”
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკო „უეფას“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრად არ აირჩიეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კენჭისყრის შედეგების თანახმად, შევჩენკომ 55 ეროვნული ფედერაციიდან მხოლოდ 15-ის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მას მინიმუმ 28 ხმა სჭირდებოდა.
სააგენტოს ცნობით, შევჩენკოს ადგილი „უეფას“ აღმასკომში ს საფეხბურთო ფედერაციის პრეზიდენტმა, მოშე ზუარესმა დაიკავა. მან 31 ხმა დააგროვა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს პარიზში ჩატარებულ „უეფას“ კონგრესზე მ „უეფას“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჩეფერინს თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ხმა არ მისცა.