ანდრეი შევჩენკო: მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს, კალაძე ჩემთვის არ არსებობს

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტს, ანდრეი შევჩენკოს დღეს ფეხბურთის სახლში ჩატარებულ შეხვედრაზე Tribuna-ს ჟურნალისტმა ირინა კოზიუპამ კითხვა დაუსვა, როგორი დამოკიდებულება აქვს ყოფილი თანაგუნდელის, კახა კალაძის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა თბილისის მერია.
“კალაძესთან ურთიერთობა არ მაქვს, ამ საკითხში მხარს ვუჭერ ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს”, – უპასუხა შევჩენკომ.
ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ პერსონალური და ეკონომიკური სანქციების დაწესების ბრძანებას. ამ სიაში კახა კალაძეც მოხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში