ანდრეი სიბიგა – უკრაინაში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო – ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა

კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა დღეს დილით ს მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.
ში, მათ შორის კიევში, ძალიან ხმაურიანი ღამე იყო. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ პუტინს ომი სურს და არა მშვიდობა. ის იძულებული უნდა გახდეს, რომ ძალის მეშვეობით სამართლიანი მშვიდობა მიიღოს, მაქსიმალური ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლის გზით“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რუსეთმა დღეს დილით კიევსა და ზაპოროჟიეს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა. ბოლო მონაცემებით, რუსეთის იერიშის შედეგად, უკრაინის დედაქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

კაია კალასი – რუსეთს ომის მალე დასრულება არ სურს – მოსკოვი ამ ომს იქამდე არ დაასრულებს, სანამ არ მიხვდება, რომ მისი გაგრძელება არ შეუძლია, ასე რომ, ევროპა უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს