“რუსმა დამპყრობლებმა სუმის ოლქში, სახელმწიფო საზღვართან მდებარე პატარა უკრაინული სოფლიდან, ჰრაბოვსკედან ხუთი ათეული მშვიდობიანი მოქალაქე, ძირითადად ხანდაზმული ქალები გაიტაცეს…
ჩვენი მშვიდობიანი მძევლების სახლში დაბრუნებას მოვითხოვთ. ეს 50 ადამიანი და ათასობით სხვა მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის უკრაინელი ბავშვები, იძულებით გადაასახლეს რუსეთში. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, შემოგვიერთდნენ სახლიდან გატაცებული უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლების მოთხოვნაში… უკრაინას რეალური, ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება” | წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა.




