ანდრეი სიბიგა – უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას ახდენს, ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთმა კიევში უკრაინის მთავრობის შენობა დააზიანა – ლოდინი შედეგს არ მოიტანს – მოქმედება ახლავეა საჭირო

რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას ახდენს და ამას ჩვენი მოკავშირეებისგან მკაცრი რეაგირება სჭირდება, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებულ მასშტაბურ შეტევას.
„პირველად, ღამით 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გამოიყენეს. კიევში, ოდესაში, კრემენჩუკში, კრივოი როგში, ზაპოროჟიეში და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ და დაშავდნენ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა“, – წერს სიბიგა.
მისი ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, რუსეთმა კიევში უკრაინის მთავრობის შენობა დააზიანა.
„მხოლოდ ესეც კი სერიოზული ესკალაციაა. ყველაზე დიდი ცინიზმი ის არის, რომ ეს სასტიკი თავდასხმები სწორედ მაშინ ხდება, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ყველა ღონეს ხმარობს მშვიდობის მისაღწევად. მაგრამ ამ ძალისხმევაზე საპასუხო ქმედებებისა და ლიდერების შეხვედრაზე დათანხმების ნაცვლად, პუტინი დიპლომატიას უარყოფს და ტერორის ესკალაციას ახდენს. მხოლოდ მოსკოვზე ზეწოლას შეუძლია ტერორის ესკალაციის დასრულება. რუსეთის ომის მანქანა ნავთობისა და გაზის შემოსავლებით მოძრაობს. მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, ომის დასასრულებლად მისი დაფინანსება შეამცირონ“, – წერს სიბიგა.
მისი განცხადებით, საჭიროა რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები
„რუსული ტერორის „ანტი-რეკორდები“ ძლიერ რეაგირებას მოითხოვს. რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები და უკრაინის ახალი გაძლიერება, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის კუთხით. ლოდინი შედეგს არ მოიტანს – მოქმედება ახლავეა საჭირო“, – წერს სიბიგა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – „ლელოს“ ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არა გვაქვს, ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი – სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია

ზურაბ ჯაფარიძე – ათამდე ადამიანთან მომიწია მტკიცება, რომ „ლელოს“ განცხადება არ იყო ბიძინასთან შეთანხმებული თამაში, ვისაც ვერ ვარწმუნებდი, ყველას ვთხოვე დალოდებოდნენ დღევანდელ დილას და „ოცნების“ პასუხს – აგერ, პასუხიც

დავით დარჩიაშვილი – კობახიძე-ივანიშვილის ტანდემმა უნდა გააცნობიეროს, რომ სათქმელია შემდეგი: „ვითარება არის მძიმე!“ – ამის აღიარებით ყველა დაინახავს, რომ ხელისუფლება გამოსავალს ეძებს