ანდრეი სიბიგა ს წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე – ძლიერი ტრანსატლანტიკური ზეწოლა დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლის ერთადერთი ეფექტური გზაა, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება უშედეგოა

ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი, რომელიც დღემდე დამტკიცებული სანქციებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, დამტკიცდა, – ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის ევროკავშირის ელჩების დონეზე დამტკიცებას.
„მადლობას ვუხდი ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს ერთიანობისა და სიმტკიცისთვის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის აგრესორისთვის ომის ფასს. ევროკავშირის ახალი სანქციები მიმართულია რუსეთის ენერგეტიკული და ფინანსური სექტორების, „ჩრდილოვანი ფლოტის“ და მისი ეკოსისტემის, ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების, ასევე „ჩრდილის ნაკადების“ წინააღმდეგ. მივესალმები ნავთობის ფასის ლიმიტის შემცირების გადაწყვეტილებას, სანქციების გვერდის ავლის, მათ შორის მესამე ქვეყნების მეშვეობით, წინააღმდეგ დამატებითი ნაბიჯების გადადგმას, რუსეთისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლების ჩამორთმევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისი აგრესიის დასასრულებლად“, – წერს სიბიგა.
მისი განცხადებით, აგრძელებს ევროკავშირთან და სანქციების კოალიციის ფარგლებში პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა შეამციროს რუსეთის ომის მანქანის დაფინანსება, აიძულოს რუსეთი, მიიღოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა და დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
„მაშინ, როცა მოსკოვი უარყოფს მშვიდობას, ძლიერი ტრანსატლანტიკური ზეწოლა დიპლომატიური ძალისხმევის წინსვლის ერთადერთი ეფექტური გზაა. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ომის გაგრძელება უშედეგოა“, – წერს სიბიგა.