ანდრეი სიბიგა ს მიერ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენებაზე – ევროკავშირისა და ნატო-ს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს

რუსეთი აცხადებს, რომ ლვოვის ოლქის წინააღმდეგ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, ე.წ. „ორეშნიკი“ გამოიყენა, ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან ასეთი დარტყმა ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს და ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის გამოცდას წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ს უგუნურ ქმედებებზე მკაცრ რეაგირებას ითხოვს.
„ამ სახიფათო დარტყმის დეტალების შესახებ დიპლომატიური არხებით ვაცნობებთ შეერთებულ შტატებს, ევროპელ პარტნიორებს, ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას. აბსურდულია, რომ რუსეთი ცდილობს ამ დარტყმის გამართლებას „პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის“ შესახებ სიყალბით, რომელიც არასდროს მომხდარა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მოსკოვს ტერორისა და ომისთვის რეალური მიზეზები არ სჭირდება“, – წერს სიბიგა.
მისი თქმით, პუტინი საკუთარი ჰალუცინაციების საპასუხოდ ევროკავშირისა და ნატოს საზღვართან საშუალო რადიუსის ბალისტიკურ რაკეტებს იყენებს, რაც ნამდვილად გლობალური საფრთხეა და გლობალურ რეაგირებას მოითხოვს.
„მოვუწოდებთ ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაუყოვნებლივ გააკრიტიკონ რუსეთის ტყუილები და გააძლიერონ ზეწოლა აგრესორზე. მოვახდენთ საერთაშორისო ქმედებების ინიცირებას – გაერო-ს უშიშროების საბჭოს სასწრაფო სხდომას, -ნატო-ს საბჭოს სხდომას, ასევე რეაგირებას ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და ეუთო-ს ფარგლებში“, – წერს სიბიგა.