ანდრეი სიბიგა – პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია

კიევში კიტ კელოგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„შევნიშნე, რომ კიევში მისი ყოფნისას კიევზე რუსი აგრესორის თავდასხმა არ დაფიქსირებულა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ ვისი ეშინია პუტინს. პუტინს მხოლოდ ტრამპის ეშინია“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
მისი თქმით, გასულ კვირას კიევში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ვიზიტით -ის ადმინისტრაციამ ინფორმაცია პირველ წყაროდან მიიღო.
„ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ რუსულ ნარატივს უნდა დავუპირისპირდეთ, იმას რომ გაიმარჯვებს. არა, ვერ გაიმარჯვებს და არ დამარცხდება“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება