ანდრეი სიბიგა – პუტინი „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხის განხილვამაც კი აიძულა, ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბარი აჩვენებს, თუ როგორ აიძულა უკვე პუტინი „ტომაჰავკის“ რაკეტების საკითხის განხილვამაც კი ამერიკასთან დიალოგს დაბრუნებოდა, – ამის შესახებ უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი მტკიცებით, რუსებს აღარ აქვთ არანაირი სტრატეგიული ინიციატივა და მათი ერთადერთი ინსტრუმენტი უკრაინის ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ტერორია.
„დასკვნა ისაა, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მტკიცე ნაბიჯებით სვლა. ძალას ნამდვილად შეუძლია მშვიდობისთვის იმპულსის შექმნა. რუსებს აღარ აქვთ არანაირი სტრატეგიული ინიციატივა. ერთადერთი ინსტრუმენტი, რაც მათ აქვთ ჩვენი ენერგეტიკული სისტემის წინააღმდეგ ტერორი და იმის იმედია, რომ ზამთარი შეიძლება მათთვის სასარგებლო იარაღად იქცეს. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი შემდგომი მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება. ისინი უზრუნველყოფენ, რომ პუტინს არ ჰქონდეს ილუზიები და მოუწევს ომის დასრულება“, – აცხადებს სიბიგა.
მისი საკმარისმა ძალამ და მონდომებამ შეიძლება მშვიდობა მოოტანოს ევროპაში, ისევე როგორც ეს მოხდა ახლო აღმოსავლეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

სტეფანე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად. ყველა ვინც ამ პროპაგანდაში მონაწილეობთ, მნიშვნელობა არ აქვს პროფესიას. მაგ პროპაგანდისტულ არხებზე, წამყვანი იქნება, პროდიუსერი, მუსიკოსი თუ სხვა… ყველას თქვენი წვლილი გაქვთ ამ ყველაფერში

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო