ანდრეი სიბიგა – მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ შეიძლება იყოს პროდუქტიული

უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პოზიცია მშვიდობის გზაზე პრინციპული და ნათელია: მისი განსაზღვრა უკრაინის გარეშე შეუძლებელია და მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ შეიძლება იყოს პროდუქტიული, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებსა და ევროპელებს, ს მიზანი კი ომია.
„არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. არავის სურს მშვიდობა ევროპელებზე მეტად. თუმცა, რუსეთი თავის მთავარ მიზანს ომის წარმოებაში ხედავს. რუსეთი უპირატესობას ანიჭებს ახალი კედლების აშენებას ჩვენს გზაზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. მას სურს ჩვენი თავისუფლების წართმევა.
„მიუხედავად ამისა, დემოკრატიების ტრანსატლანტიკური ერთიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული იმპერიალიზმი და სწორედ ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ძალის მეშვეობით შეგვიძლია მივაღწიოთ ღირსეულ მშვიდობას, რომელიც საიმედო უსაფრთხოებაზეა აგებული“, – წერს სიბიგა.