ანდრეი სიბიგა კიევზე თავდასხმაზე – ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა – პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო

პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად მომთმენი იყო, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრე სიბიგა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ აცხადებს.
„კიევში საშინელი დილა გათენდა. რუსეთის სასტიკმა დარტყმებმა საცხოვრებელი შენობები დაანგრია, სკოლები და საავადმყოფოები დააზიანა. ნანგრევების ქვეშ ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან“, – წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, „პუტინი ასე განზრახ მოქმედებს და მას მკვლელოებების დასრულება არ აინტერესებს“.
„ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა. პრეზიდენტი ტრამპი პუტინის მიმართ ზედმეტად გულუხვი და მომთმენი იყო, როცა გამოსავლის პოვნას ცდილობდა. დროა, მოსკოვზე მაქსიმალური ზეწოლა მოვახდინოთ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ კიევზე დარტყმის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი: ბრიტანეთს დააბრალეს პატარკაციშვილის მკვლელობა – ამბობენ, „ფასი არ აქვსო“, მაგრამ სერიოზული ფასი აქვს ბრიტანეთის სანქციებს, ეჭვი მაქვს, არც იციან, რა რეაქცია ჰქონდეთ – მთლიანად „შავ ბუღალტერიაზე“ უნდა გადავიდნენ