ანდრეი სიბიგა – ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებას უარყოფს – უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება, მოქმედების დროა, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, მშვიდობას დათანხმდეს

ზუსტად 100 დღეა, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებას უარყოფს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს.
„ზუსტად 100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მ უპირობოდ მიიღო აშშ-ის სამშვიდობო წინადადება ცეცხლის სრულად შეწყვეტის, მკვლელობების დასრულებისა და ნამდვილი სამშვიდობო პროცესის დაწყების შესახებ. ზუსტად 100 დღეა, რაც რუსეთი მშვიდობისკენ გადადგმულ ამ პირველ ნაბიჯს უარყოფს“, – წერს ანდრეი სიბიგა X-ზე.
მისი თქმით, აღნიშნული 100 დღის განმავლობაში რუსეთი „მანიპულაციას აგრძელებს და უკრაინის წინააღმდეგ ტერორს აძლიერებს“.
„უკრაინა კვლავ მშვიდობის ერთგული რჩება. სამწუხაროდ, რუსეთი კვლავ ომს ირჩევს და აშშ-ის მცდელობებს უგულებელყოფს. მოქმედების დროა, რათა რუსეთი იძულებული გახდეს, რომ მშვიდობას დათანხმდეს“, – აღნიშნავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.