ანდრეი სიბიგა – ველით, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, ს წინააღმდეგ ძლიერ სანქციებს ელის, რაც რუსეთის ლიდერის, ს ომის ბიუჯეტს დააზარალებს.
„კარგი შეხვედრა მქონდა კაია კალასსთან. განვიხილეთ ევროკავშირის შემდეგი ნაბიჯები რუსეთზე სანქციების გაზრდის მიზნით. ველით, რომ ისინი ნამდვილად ძლიერი იქნება და პუტინის ომის ბიუჯეტს დააზარალებს“, – წერს სიბიგა სოციალურ პლატფრომა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი ინფორმაციით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასსთან გამართულ შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობის საკითხიც განიხილეს.
„ასევე განვიხილეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლის აუცილებლობა. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა მოლაპარაკების პირველი კლასტერის გასახსნელად და რომ ერთი ქვეყნის მიერ პროცესის დაბრკოლება მიუღებელია“, – წერს სიბიგა.