ანდრეი სიბიგა – დნიპროზე თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებებზე პუტინის პასუხია

დნიპროზე თავდასხმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ -ის წინადადებებზე პუტინის პასუხია, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ დრონების გამოყენებით ქალაქ დნიპროზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გასულ ღამეს, დნიპროზე რუსული დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და 20-ზე მეტი დაშავდა. საცხოვრებელ ადგილებს კიდევ ერთხელ დაარტყეს. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებებზე პუტინის პასუხი ეს არის – ახალი ომის დანაშაულები და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმები“, – წერს ანდრეი სიბიგა.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დღეს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰს დაარტყეს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს