ანდრეი პიონტკოვსკი: აშშ-ის ჰეგემონია მსოფლიო პოლიტიკაში სრულდება, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი დამოუკიდებელი მოთამაშეები ხდებიან

საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის განცხადება ახალი სამხედრო კავშირის შექმნის თაობაზე მსოფლიოში შეერთებული შტატების ჰეგემონიის დასრულებას ნიშნავს. ამის შესახებ -ში მცხოვრებმა რუსმა ექსპერტმა ანდრეი პიონტკოვსკიმ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის ჩრდილში მრავალი წლის განმავლობაში მყოფი ქვეყნები ახლა დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს იწყებენ.

„საფრანგეთიც და დიდი ბრიტანეთიც ისტორიულად მსოფლიო პოლიტიკაში განსაკუთრებული როლის შესრულებას ცდილობდნენ. „ცივი ომის“ პერიოდში დასავლეთის ქვეყნების ალიანსის ლიდერი უდავოდ აშშ იყო, მაგრამ ევროპული ქვეყნები ყოველთვის განიხილავდნენ იმის შესაძლებლობას, რომ აშშ-ში შეიძლება ხელისუფლების სათავეში ისეთი პირები აღმოჩნდნენ, რომლებიც ნატოს და ევროპის უსაფრთხოებაზე საკუთარ პასუხისმგებლობას მეორე პლანზე გადასწევენ. სწორედ ეს სიტუაცია შეიქმნა დღეს და ამაზე აშშ-ის კონგრესში სამხედრო დახმარების შესახებ 6 თვის განმავლობაში მიმდინარე უშედეგო დებატები მეტყველებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სტეფან სეჟურნეს სტატია, რომელიც The Telegraph-ში გამოქვეყნდა და რომელიც სამხედრო კავშირის, „ანტანტის“ შექმნის 120 წლისთავს ეხებოდა, პრაქტიკულად ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. ეს ახალი სამხედრო კავშირი, რომლის ბირთვი საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი იქნებიან, არა მარტო რუსეთთან, არამედ გარკვეულწილად, აშშ-სთანაც დაპირისპირებას ნიშნავს“, – განაცხადა პიონტკოვსკიმ.

როგორც რამდენიმე დღის წინ დევიდ კემერონის და სტეფან სეჟურნეს მიერ გამოქვეყნებულ ერთობლივ სტატიაში წერია, მ რუსეთთან ომში გამარჯვებას უნდა მიაღწიოს, ხოლო დასავლელმა მოკავშირეებმა ამისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთონ.