ანდრეი კოზირევი: აფხაზეთი ხელოვნურად წარმოიშვა

ხელოვნურად წარმოიშვა” – აცხადებს ს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი (1990-96 წ.წ.) ანდრეი კოზირევი.

მიხეილ ზიგართან ინტერვიუში მან საინტერესო დეტალები გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქმნებოდა 1990-იანების დასაწყისში აფხაზეთში სეპარატისტული კერა.

“როცა დაიწყო დამოუკიდებელი საკავშირო რესპუბლიკების ფორმირების პროცესი, ამის საპირწონედ ცეკასა და კაგებეში გაუჩნდათ “ავტონომიური რესპუბლიკების გაღვიძების” იდეა იმ მიზნით, რომ სსრკ-დან გასული რესპუბლიკები ავტონომიების ტერიტორიების დაკარგვის ფაქტის წინაშე დაეყენებინათ. ასე მოხდა საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევებში” – ყვება კოზირევი.

დიპლომატმა გაიხსენა ასევე, როგორ “ქმნიდა კრემლი” ვლადისლავ არძინბასგან “თავისუფლებისთვის მებრძოლი აფხაზი პოლიტიკოსის პერსონაჟს”:

“არძინბა მოსკოველი ბიჭი იყო, ჩვენ მას ერთ ენაზე, ერთი და იგივე მოსკოვური აქცენტით ვესაუბრებოდით. აფხაზეთში აგორებული სეპარატისტული მოძრაობის სათავეში ჩადგომამდე არძინბა პრიმაკოვთან [რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ექს-შეფი და ექს-პრემიერი – რედ.] მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. ახლა წარმოიდგინეთ, რა “თავისუფლებისთვის მებრძოლი” შეიძლებოდა, ყოფილიყო არძინბა? – ეს უბრალოდ ბოდვაა! ასეა თუ სე, არძინბას აფხაზეთში გაგზავნის გადაწყვეტილება რუსეთის იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა გრაჩოვმა მიიღო – იმავე გრაჩოვმა, რომელიც ჩემგან მალულად აფხაზეთს იარაღით ამარაგებდა, თუმცა პრეზიდენტი ელცინი ამ სქემის შესახებ საქმის კურსში იყო – იმხანად რუსეთში სეპარატისტებს “თავისიანებად” აღიქვამდნენ”.

წყარო