ანდრეი ერმაკი – ჩვენ მშვიდობისთვის მუშაობას ვაგრძელებთ და იმ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს შევხვდებით, რომლებიც ამჟამად ლონდონში იმყოფებიან – მშვიდობისკენ გზა მარტივი არ არის, მაგრამ სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება

უკრაინის დელეგაცია ევროპელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის ლონდონში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მშვიდობისთვის მუშაობას ვაგრძელებთ. როგორც პარიზში შევთანხმდით, ჩვენ იმ ამერიკელ და ევროპელ კოლეგებს შევხვდებით, რომლებიც ამჟამად ლონდონში იმყოფებიან. მშვიდობისკენ გზა მარტივი არ არის, მაგრამ სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება“, – წერს ანდრეი ერმაკი „ტელეგრამის“ არხზე.
ანდრეი ერმაკიც ცნობით, „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზების“ განსახილველად ლონდონში უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანდრეი სიბიგასთან და რუსტემ უმეროვთან ერთად ჩავიდა.
ცნობისთვის, დღეს ლონდონში მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე უნდა გამართულიყო, თუმცა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომ შეხვედრა გადაიდო და ახლა მოლაპარაკებები უკრაინის, -ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის სხვა მაღალი თანამდებობის პირებს შორის გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ყველა წამყვანი პოლიტიკური ლიდერი განსასჯელის სკამზეა, არავინ ვიცით რაში გვედება ბრალი – დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნაზე, იმედია, მოსამართლეს ირაციონალური ბრაზი გადაუვლის

ევროკავშირმა რუსეთში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებში მონაწილეობის გამო მოსამართლეებს, პროკურორს, გამომძიებელს, ასევე, სასჯელაღსრულების კოლონიებისა და იზოლატორების ხელმძღვანელებს სანქციები დაუწესა