ანდრეი ერმაკი – უკრაინის ნატო-ში მიწვევა გამარჯვების გეგმის ნაწილია

უკრაინის „გამარჯვების გეგმა“, რომელიც პრეზიდენტმა მ შეერთებულ შტატებში წარადგინა, შეიცავს მკაფიო ხედვას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, „გამარჯვების გეგმა“ მოიცავს როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიურ კომპონენტებს.
„ჩვენ უნდა გვქონდეს უპირატესობა ბრძოლის ველზე, რათა ვაიძულოთ პუტინი შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ბევრს ვცდილობთ. გემების გარეშე გავანადგურეთ შავი ზღვის ფლოტი. საჰაერო უპირატესობის გარეშე შევაჩერეთ რუსული წინსვლა უმეტესი მიმართულებებით, მათ შორის ხარკოვში. ჩვენ შიშის გარეშე დავაბრუნეთ ომი რუსეთში“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, ს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მ იარაღის წარმოება ექვსჯერ გაზარდა. თუმცა, ჩვენ ჯერ აკლია რესურსები, ტექნოლოგიები და დრო იმისათვის, რომ აწარმოოს ყველაფერი, რაც სჭირდება.
„მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებს, გაზარდონ და დააჩქარონ სამხედრო დახმარების პაკეტების მოწოდება. ჩვენს პრიორიტეტულ სიაშია საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა, დრონები, ელექტრონული ომის ტექნიკა, შორი მოქმედების სისტემები, საარტილერიო ჭურვები“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მან ასევე ისაუბრა მეორე სამშვიდობო სამიტის ჩატარების პერსპექტივებსა და წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც მოიცავს თემატური კონფერენციების სერიას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „მშვიდობის ფორმულის“ თითოეულ პუნქტზე. ანდრეი ერმაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატო-ში მიწვევა გამარჯვების გეგმის ნაწილია და პარტნიორებს მოუწოდა, ესკალაციასთან დაკავშირებით რუსეთის მუქარა უგულებელყონ.

ასევე დაგაინტერესებთ