უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში მუშაობა დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ ქსელში წერს.
„პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებთან – ჯონათან პაუელთან, ემანუელ ბონესთან და გიუნტერ საუტერთან გაიმართა“, – წერს ანდრეი ერმაკი X-ზე.
ერმაკის ცნობით, მომდევნო შეხვედრა აშშ-ის დელეგაციასთან გაიმართება.
„ძალიან კონსტრუქციული განწყობა გვაქვს. დღეს სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების სერიაა დაგეგმილი. ერთად მუშაობას ვაგრძელებთ, რათა უკრაინისთვის ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას მივაღწიოთ“, – აცხადებს ერმაკი.



