ანდრეი ერმაკი – სანამ პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ტერიტორიას დავთმობთ

სანამ პრეზიდენტია, არ დათანხმდება მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიის დათმობას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა The Atlantic-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დღეს არცერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს დოკუმენტს ტერიტორიის დათმობის შესახებ. სანამ ზელენსკი პრეზიდენტია, არავინ უნდა ელოდოს, რომ ჩვენ ტერიტორიას დავთმობთ. ის არ მოაწერს ხელს ტერიტორიის დათმობის დოკუმენტს. კონსტიტუცია ამას კრძალავს. არავის შეუძლია ამის გაკეთება, თუ არ სურს უკრაინის კონსტიტუციისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ წასვლა“, – აღნიშნა ერმაკმა.
მისი თქმით, მხოლოდ იმის განსახილველად არის მზად, თუ სად უნდა გაიაროს ომის მხარეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნის ზღვარმა.
„ამჟამად რეალისტურად მხოლოდ შეხების ხაზის განსაზღვრაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა ერმაკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია