ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა

ანდრეი ერმაკი მარკო რუბიოს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.
„მას პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაციის, მათ შორის -ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ჩემი შეხვედრის შესახებ ვაცნობე. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი მნიშვნელოვანი დიპლომატიური ნაბიჯების წინ პოზიციები შევაჯერეთ“, – წერს ანდრეი ერმაკი.
ერმაკის ცნობით, -ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მადლიერება გამოხატა.
„უკრაინისთვის პრიორიტეტს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა წარმოადგენს, რაც უპირობო ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს, როგორც რეალური მოლაპარაკებების დაწყების წინაპირობას, ასევე რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის გაძლიერებას, რათა მან ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება