ამ წუთებში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესაუბრება“, – წერს ერმაკი X-ზე.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სატელეფონო საუბრის დეტალებისა და საკითხების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.
