ანდჟეი დუდა: ჩვენი პოლიტიკა უკრაინასთან სტაბილურია და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას

16 იანვარს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტი და პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა.
ანდჟეი დუდას თქმით, მან ზელენსკისთან უკრაინის ფრონტზე და საზოგადოებაში მიმდინარე სიტუაციაზე ისაუბრა. ანდჟეი დუდამ რამდენიმე დღეში დონალდ ტუსკის კიევში ვიზიტი დააანონსა.
“მე დავარწმუნე პრეზიდენტი ზელენსკი, რომ ჩვენი პოლიტიკა სთან მიმართებით სტაბილური იქნება და გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას; ასე რომ, მას მშვიდად შეუძლია დაიწყოს მოლაპარაკებები პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკთან კიევში სულ რამდენიმე დღეში” – თქვა ანდჟეი დუდამ.