ანდჟეი დუდა: აღმოსავლეთ ევროპაში ჯარისკაცების რაოდენობას არ შეამცირებს

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დაარწმუნეს, რომ ვაშინგტონი აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების რაოდენობის შემცირებას არ აპირებს. ამის შესახებ დუდამ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში -ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

“აშშ-ს არ სურს, რომ აქ, ევროპის ჩვენს ნაწილში შეამციროს აქტივობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ და არ სურს, რომ შეამციროს ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა. პირიქით, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევის წყალობით, უკრაინაში ომი დასრულდება”. – თქვა დუდამ.

პოლონეთში ვიზიტის შემდეგ კელოგი კიევში, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო