სერია A-ს მე-15 ტურში “იუვენტუსი” “ნაპოლის” მასპინძლობს, მატჩის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ 0:0 დასრულდა.
პირველი ნახევრის მიწურულს, ხვიჩა კვარაცხელიამ არასპორტული საქციელის გამო ყვითელი ბარათი მიიღო, რაც მისმა თანაგუნდელმა ზამბო ანგისამ არ მოიწონა. კამერუნელმა ქართველს მიანიშნა, რომ მისი ქმედება გადამეტებული იყო.
