ანგელა მერკელი თავის მემუარებს ნოემბერში წარადგენს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა მემუარებზე მუშაობა დაასრულა, წიგნი ნოემბერში გამოვა. როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, ამის შესახებ Spiegel-ი იუწყება.
70 წლის ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მან დაასრულა მუშაობა მემუარებზე მისი პოლიტიკური კარიერის შესახებ. მერკელთან ერთად მემუარებზე მუშაობდა მისი დიდი ხნის მდივანი ბეატე ბაუმანიც.
დაახლოებით 700 გვერდიანი წიგნი სათაურით „თავისუფლება. მოგონებები 1954-2021“ გამოიცემა Kiepenheuer & Witsch-ის მიერ და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის 26 ნოემბერს ბერლინში ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ.
პრეზენტაცია იქნება დიდი საჯარო ღონისძიება და გაიმართება Deutsches Theater-ში. ბილეთების გაყიდვა 10 ოქტომბერს დილიდან დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ