“ანგარსკის მანიაკი” რუსეთის სასამართლომ კიდევ 3 ქალის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო

რუს სერიულ მკვლელს, მიხაილ პოპკოვს, ასევე ცნობილს, როგორც “ანგარსკის მანიაკს” ს სასამართლომ კიდევ სამი ქალის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და დამატებით 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოპკოვს სა და საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს მოკლული. მისი მსხვერპლები ქალები იყვნენ.
პროკურატურის ინფორმაციით, 1997 წლის ოქტომბერსა და 1998 წლის მარტში პოპკოვმა 25 წლის ორი ქალი ციმბირში, მდინარე ანგარას ნაპირზე გაგუდა, შემდეგ ერთ-ერთის სხეული დაწვა. 2003 წელს კი ანგარსკში ცივი იარაღით მიყენებული 40-მდე ჭრილობით მოკლა 31 წლის ქალი. მკვლელი მსხვერპლებს ქუჩაში ან ავტობუსის გაჩერებებზე იცნობდა და სთავაზობდა მათ საკუთარი ავტომობილით გაყვანას, შემდეგ კი ისეთ ადგილზე მიყავდა, სადაც გარშემო არავინ იყო და კლავდა.
მიხაილ პოპკოვი სამუდამო სასჯელს იხდის 80-ზე მეტი ქალის მკვლელობისთვის. დანაშაული მან ირკუცკის ოლქში 1992-2010 წლებში ჩაიდინა, ხოლო დააკავეს 2012 წელს, ვლადივასტოკში. 1998 წლამდე ის შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.