ანა წითლიძე – შიდა ოპერატიული ინფორმაციით, რეჟიმს აქვს ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინა – თეიმურაზ კუპატაძეს დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ

შიდა ოპერატიული ინფორმაციით, რეჟიმს აქვს ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინა – თეიმურაზ კუპატაძე დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, ხელისუფლებას ყველა უწყებაში პრობლემა და რღვევა აქვს.
„თეიმურაზ კუპატაძეს ხომ მშვიდობა აქვს, მოიკითხეთ. რეჟიმს გდდ-ში, თავდაცვაში, სუს-ში, პოლიციაში ყველგან პრობლემა და რღვევა აქვს. შიდა ოპერატიული ინფორმაციით, აქვთ ცნობები, რომ იმაზე მეტი ხალხი იქნება 4 ოქტომბერს, ვიდრე წარმოედგინათ. ნერვიულობენ, რომ სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ, რაც ჰყავთ, მათაც არ ენდობიან. ამიტომ, იძულებული გახდნენ და დაცვის პოლიციას, მის ხელმძღვანელს თეიმურაზ კუპატაძეს მიადგნენ, რომელსაც დაცვის პოლიციის თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას სთხოვენ, თუ კონკრეტულ რაოდენობას ვერ გამოიყვანს კუპატაძე, მას ემუქრებიან, რომ მის წინააღმდეგ გააქტიურდება ოპერაცია კოდური სახელწოდებით, “აახენი”. ნეტავ, რას უნდა ნიშნავდეს – ხომ არ გავარკვიოთ ერთად?”, – წერს ანა წითლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე