ანა წითლიძე – პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაციისთვის, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ანი წითლიძის განცხადებით პრეზიდენტთან მიღებაზე განიხილეს “ქართული ქარტიის” მნიშვნელობა.
როგორც მიღების დასრულების შემდეგ წითლიძემ განაცხადა, ეს არ არის ტექნიკური ერთობა და ვინ რა ფორმატით გაერთიანდება, ეს არის თითეული პოლოტიკური პარტიის გადაწყვეტილება.
“შეხვედრა ეხებოდა ქარტის, რომელსაც დღეს ხელი მოვაწერეთ, ვისაუბრეთ ამ ქარტიის მნიშვნელობაზე, იმაზე, რატომ არის ის მნიშვნელოვანი. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს რეფორმების განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანას რუსული რეჟიმი მართავს. მნიშვნელოვანია, ამ ქარტიით ჩვენმა ამომრჩეველმა იცოდეს რას გააკეთებენ პროდასავლური პარტიები.
ეს არ არის ტექნიკური ერთობა და ამაზე პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ არჩევნებზე, ვინ რა ფორმატით გაერთიანდება, ეს არის თითეული პოლოტიკური პარტიის გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე თუ, როგორ წარმოუდგენიათ პროდასავლურ პარტიებს, ვინ შეიძლება აიღოს პასუხისმგებლობა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, როგორი იქნება ქვეყანა და რა ძირითად რეფორმებზე უნდა შეთანხმდნენ პროდასავლური ცენტრები”, – განაცხადა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ