ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში არ სჭირდება.
“მთელი ეს კორუფციული სქემა, რომელზედაც იდგა ღარიბაშვილი და ღარიბაშვილის კლანი, რომლებიც ათეულობით მილიონს ჰპარავდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ასე თუ მიჰყვნენ, შეუძლიათ ჩავიდნენ თითოეულ სამინისტრომდე, უწყებამდე, ინსტიტუციამდე და ადამიანამდე, რომლებიც უშუალოდ იყვნენ პასუხისმგებელი ამ საქმეში. მათ შეიძლება ისე გააფართოონ ეს წრე, რომ მოუწიოთ ათეულობით ადამიანის დაკავება.
თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერი სხვა ადამიანი რომ ყოფილიყო იმავე ბრალდებით, რაც ახლა ღარიბაშვილს აქვს, ის ახლა იქნებოდა ციხეში, მაგრამ ეს, რასაც თვალს ვადევნებთ, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის ბიძინას რეკეტი და ამ რეკეტის მიხედვით, ღარიბაშვილი გარეთ სჭირდებათ, რომ ის თანხა, რაც მოპარული აქვთ, მიიტანოს უკან და ამიტომ, არ სჭირდება ივანიშვილს ციხეში გამოკეტილი ღარიბაშვილი და არც ლილუაშვილი”, – განაცხადა ანა წითლიძემ.




