ანა წითლიძე – ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებით, ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების არჩევის წესთან დკავშირებული ცვლილებები თავიდან გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში.
მისივე თქმით, შეტანილ ცვლილებებზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს
„მთავარი ამ ყველაფერში იყო ის, რომ ევროსაბჭოში მონიტორინგის კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ცვლილებები, რომელიც ეხება ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების არჩევის წესს, ხელახლა გადაიგზავნოს ვენეციის კომისიაში. მონიტორინგის კომიტეტის წევრები აღიარებდნენ იმას, რომ ეს ცვლილება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორი არჩევნები იქნება 2024 წელს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ