ანა წითლიძე – დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – აუცილებელია, ევროპის საბჭოს წევრებმა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს ევრონტეგრაციისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე: ევროპის საბჭოში მონაწილეობითი და სათათბირო პროცესების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა – ეს დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სადაც დემოკრატიის არსი საფრთხის ქვეშ დადგა და სადაც ახალგაზრდები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატიისთვის რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ყველამ უფრო მეტი გააკეთოს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისთვის.
„ქალბატონებო და ბატონებო, მსურს უღრმესი მადლობა გადავუხადო მომხსენებელს. გმადლობთ ამ ბრწყინვალე მოხსენებისთვის. დემოკრატიისთვის ამ რთულ პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ უფრო მეტი გავაკეთოთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისთვის.
დღეს ჩვენ ვდგავართ დემოკრატიისადმი ერთგულების გადამწყვეტი გამოწვევის წინაშე: ევროპის საბჭოში მონაწილეობითი და სათათბირო პროცესების გაძლიერების გადაუდებელი აუცილებლობა – ეს დისკუსია განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სადაც დემოკრატიის არსი საფრთხის ქვეშ დადგა და სადაც ახალგაზრდები იბრძვიან ევროპული მომავლისთვის.
საქართველოში დემოკრატიის იდეალებს მნიშვნელოვანი გამოწვევები შეექმნათ, განსაკუთრებით ოლიგარქ ს ქმედებებით. ღრმად შემაშფოთებელია მისი მცდელობები, შეარყიოს ქართველების ევროპული მომავალი და მანიპულირება მოახდინოს დემოკრატიული პროცესით. ახალგაზრდები თბილისის და საქართველოს ქუჩებში იბრძვიან დემოკრატიისა და ევროპული ინტეგრაციისთვის, რომელთაც ივანიშვილის სპეციალური რაზმები სასტიკად უსწორდება. მე ვამაყობ რომ მათ არ ეშინიათ.
29 აპრილს პრორუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის „დასჯის“ პროევროპულ ოპოზიციას. ოლიგარქ ივანიშვილის გამოსვლაში ასევე ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ცდილობდნენ შეარყიონ საქართველოს სუვერენიტეტი, უწოდა რა მათ გლობალური ომის პარტია.
„უცხოური გავლენის შესახებ“ რუსული სტილის კანონის ხელახალი ინიცირებით „ქართული ოცნების“ მჩაგვრელმა ბუნებამ და პრორუსულმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა მტრობა პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო აქტივისტებს. „ქართული ოცნების“ რეჟიმის რეალური სახე კიდევ უფრო გამოიკვეთა მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი დარბევით და მიზანმიმართული სასტიკი თავდასხმებით აქტივისტებზე, მოქალაქეებზე, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ს და ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიმართ, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი ხელისუფლების მიმართ.
აუცილებელია, რომ ჩვენ, როგორც ევროპის საბჭოს წევრებმა, ერთობლივად დავგმოთ მსგავსი ქმედებები და მხარი დავუჭიროთ ქართველ ახალგაზრდებს ევროპული ინტეგრაციისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მადლობა“, – განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის გამოსვლასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე დებატები მიმდინარეობს თემაზე დემოკრატიის გაძლიერება მონაწილეობითი და წარმომადგენლობითი პროცესებით, სადაც მონაწილეობას იღებენ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ დეპუტატები ანა წითლიძე და .

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპული საბჭო – საქართველოს მთავრობის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და დე ფაქტო აჩერებს გაწევრიანების პროცესს – მოველით, რომ საპარლამენტო არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი