ანა წითლიძე: არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნინო წილოსანის განცხადებას და არ შევახსენო ნინო წილოსანს, რას წარმოადგენდა მისი ოჯახი წინა ხელისუფლების დროს

,,ნაცმოძრაობის” წევრი, დეპუტატი ანა წითლიძე ნინო წილოსანის განცხადეას ასე ეხმაურება:

,,არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ნინო წილოსანის განცხადებას და არ შევახსენო ნინო წილოსანს, რას წარმოადგენდა მისი ოჯახი წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ის მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. არ შევახსენო ის, რომ მის ოჯახს არასდროს პრობლემა წინა ხელისუფლებასთან არ ჰქონია და მშვენივრად გრძნობდა თავს, სწორედ “ქართული ოცნების” პირობებში 60 მილიონის მოპარვას აბრალებდნენ, “ქართული ოცნება” აბრალებდა მას 60 მილიონის მოპარვას, შემდეგ “ქართულ ოცნებასთანაც” მშვენივრად დალაგდა, რატომღაც არ გახსენებიათ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეები, 60 მილიონის მოპარვა, რატომ მოიპარა იქნებ ესეც განმარტოს ქალბატონმა წილოსანმა და შემდეგ, ამ ყველაფრისთვის დასვეს აქ ეს ქალბატონი, რომელსაც ეს სისულელეები უნდა ელაპარაკა, რასაც ახლა ლაპარაკობს. ს საერთაშორისო აღიარება არის ის პოლიტიკური განაჩენი, რაც არის კი, ნამდვილად განაჩენი თქვენი ხელისუფლებისთვის, დაუძლურებული, დასუსტებული, თქვენ მიერ მოწამლული, ციხიდან ახერხებს იმას, რომ ჩამოგახიათ ნიღაბი მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე”.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – გახარიას მიმართ პროცესი პოლიტიკური არ არის – ის „ქართულ ოცნებას” საეჭვო გარემოებებში ჩამოსცილდა, გადადგა ნაბიჯები, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრობლემის შექმნას უკავშირდებოდა, ვფიქრობ ეს პოლიტიკური დემარში იყო

შალვა პაპუაშვილი – დღევანდელ ცვალებად სამყაროში, სადაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი უპრეცედენტო ზეწოლის ქვეშაა, დიპლომატია და დიპლომატის როლი განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს – დიპლომატია გახდა არამხოლოდ პროფესია, არამედ სახელმწიფოს თავდაცვის პირველი ხაზი