ანა ჩოკოშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში, King’s College London-ში აგრძელებს

მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული ანა ჩოკოშვილი სწავლას დიდ ბრიტანეთში, King’s College London-ში აგრძელებს.
ანა ინოვაციებისა და ტექნოლოგიური ცვლილებების სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლის. მან მოიპოვა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსება და სტიპენდია, ამავე დროს გახდა ჩივნინგის რეზერვის კანდიდატი.
ანამ მოწვევა მიიღო აგრეთვე City University of London (Bayes Business School)-ში Creative Leadership and Innovations-ის პროგრამაზე და King’s College London-ში Entrepreneurship and Innovations-ის პროგრამაზე. თუმცა საბოლოოდ არჩევანი მაინც Management and Technological Change-ის პროგრამაზე შეაჩერა, რადგან ეს პროგრამა King’s College-ის AI ინსტიტუტისა და ბიზნესის სკოლის ჰიბრიდული კურსია და უფრო მეტად არის ანას ინტერესის სფერო.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?