ანა ფოტიგა – ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის

ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ქართველებმა კარგად იციან, რომ მათი ქვეყნისთვის საფრთხე არა დასავლეთიდან, არამედ სხვა მიმართულებიდან მოდის.
გასაგებია, ამდენი ადამიანი რატომ დგას “უცხოური აგენტების” კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც ქვეყანაში მზარდი რუსული გავლენისადმი დაპირისპირებას არ ისახავს მიზნად. ჯერ კიდევ იმედი მაქვს, რომ [საქართველოს] მთავრობა თავს შეიკავებს ისეთი ნაბიჯებისგან, რომლებსაც ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან გადახვევა შეუძლია”, – წერს ფოტიგა.

ასევე დაგაინტერესებთ