ანა ფოტიგა – გაწევრიანების პროცესი ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული – საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მნიშვნელობას, თუ სურს ევროპული მიმართულებით სვლა

გაწევრიანების პროცესი ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, საზოგადოება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოება არ აწარმოებს მოლაპარაკებას, შესაბამისად, საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მნიშვნელობას, თუ სურს ევროპული მიმართულებით სვლა , – ამის შესახებ ყოფილმა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ “თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ს ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა,რიტორიკის საპასუხოდ სანქციები შესაბამისი პასუხი არასდროს არ არის, თუმცა საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს.
“სანქციები არ არის შესაბამისი პასუხი რიტორიკაზე. თუმცა, დიახ, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რადგან სწორედ საქართველოს ხელისუფლება იყო, ვინც ევროკავშირს კანდიდატის სტატუსისთვის მიმართა, საქართველოს არ სურდა ახალი კანდიდატი ქვეყნების უკრაინისა და მოლდოვის კლუბის გარეთ მარტო დარჩენილიყო. პროცესი მარტივი არ არის და საჭიროებს გარკვეულ დროს. თუმცა ვფიქრობ, ქართველი ხალხი მზად არის, ჩვენ ვიცნობთ სტატისტიკას და გამოკითხვის შედეგებს, ვიცით, რომ ქართველი ხალხი პროევროპულია და მხარს უჭერს ქვეყნის ევროატლანტიკურ მიმართულებას. სწორედ ამიტომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს.
ქართველ ხალხზეა დამოკიდებული არჩევანის გაკეთება და გაწევრიანების პროცესი ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, საზოგადოება მნიშვნელოვანია, მაგრამ საზოგადოება არ აწარმოებს მოლაპარაკებას, შესაბამისად, საზოგადოება უნდა აცნობიერებდეს წარმომადგენლობითი ხელისუფლების მნიშვნელობას თუ სურს ევროპული მიმართულებით სვლა. ჩვენ ვაკვირდებით და მხარს ვუჭერთ ქართულ საზოგადოებას, თუმცა ქართველი ხალხის ნაცვლად არჩევანს ვერ გავაკეთებთ”, – განაცხადა ფოტიგამ.
რაც შეეხება ს როლს ქართულ პოლიტიკაში, ფოტიგას განცხადებით, ოლიგარქია დამაზიანებელია როგორც ეკონომიკის, ისე სოციალური წესრიგისთვის.
“ეს ყოველთვის არის ჩემს განცხადებაში, რომ ერთი ადამიანი, ოლიგარქი არის დამაზიანებელი ეკონომიკისა და სოციალური წესრიგისთვის. ევროპაში ჩვენ არ ვცნობთ ამ სახის სოციალურ წესრიგს, შესაბამისად, ქართველების გადასაწყვეტია ეს საკითხიც. ჩვენ გვქონდა რამდენიმე განცხადება ევროპარლამენტში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ განცხადებებს ახალი ევროპარლამენტიც გაიმეორებს”, – განაცხადა ფოტიგამ.