ანა ნაცვლიშვილმა ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

რუსული გზა თუ ევროპული მომავალი? – “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბერლინში, კონრად ადენაუერის ფონდის აკადემიაში გამართულ პანელურ დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას.
ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება დისკუსიების ციკლის – „საქართველო ფოკუსში” – ფარგლებში გაიმართა, სადაც იმსჯელეს საქართველოსთვის მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის მნიშვნელობაზე, ევროპასა და მეზობელ აღმოსავლეთ ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის.
პანელური დისკუსიის ფარგლებში ანა ნაცვლიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, საპარლამენტო არჩევნებსა და ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა. დეპუტატმა ხაზი 26 ოქტომბრის ისტორიული საპარლამენტო ს მნიშვნელობას გაუსვა.
„რუსული გზა თუ ევროპული მომავალი? – პირველი გზა არ განიხილება! საქართველოს უსაფრთხოება, განვითარება, მომავალი და რითაც ასე ვამაყობთ – ეროვნული სახის შენარჩუნება, მხოლოდ ევროპაშია შესაძლებელი. ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ხანია, ევროპული მომავალი აირჩიეს, მჯერა, რომ 26 ოქტომბერს ისინი ამ გადაწყვეტილებას არჩევნების გზით დაიცავენ, ხოლო ს მსახური „ოცნების“ ხელისუფლება წარსულში დარჩება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში მყოფი “ძლიერი საქართველოს” ლიდერი გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს და CDU/CSU-ს საპარლამენტო ჯგუფის ევროპული პოლიტიკისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მრჩეველს, მიხაილ ვორლენდერსაც შეხვდა. მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, წინასაარჩევნო გარემოზე, მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებსა და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ALDE – მკაცრად ვგმობთ ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას და სხვა პოლიტიკოსების დაპატიმრების შესახებ მუქარებს – ამ ნაბიჯს განვიხილავთ, როგორც კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “ქართული ოცნების” მთავრობას პროტესტებისა და მზარდი საჯარო ზეწოლის ეშინია

მაია კოპალეიშვილი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე – იქამდე მივედით, რომ ადვოკატის ყოლის უფლებაც კი შეუზღუდეს, რა თქმა უნდა, სპეციალურად – რაც დღეს სასამართლომ ჩაატარა, იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება