ანა ნაცვლიშვილი – ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული

ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ჩამოსვლას.
როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „მიმდინარე მოვლენების გამო, ახლა ქვეყანა საერთაშორისო ყურადღების ეპიცენტრშია“.
„გულწრფელად რომ გითხრათ, მერჩივნა ჩვენი ქვეყანა ყურადღების ცენტში იმ პოზიტიური რეფორმების განხორციელებით იყოს, რომელსაც „ძლიერი საქართველო“ და სხვა პროდასავლური პარტიები წინასაარჩევნოდ ვამზადებდით ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უფლებების დასაცავად. მათ შორის, მირჩევნია, დღეს საქართველოში ვითარება იყოს, როცა ინტენსიური მუშაობა წარიმართებოდა სასამართლოს რეფორმაზე, მედია გარემოს უსაფრთხოებაზე. ეს არის რაზეც, ქართველ ხალხს სურდა, რომ ს შემდეგ მუშაობა ყოფილიყო, მაგრამ ვინაიდან არჩევნები რუსულმა რეჟიმმა მიიტაცა, ეს შეუძლებელია. ხალხი რუსული ოლიგარქის მიერ მიტაცებული სახელმწიფოს დასაბრუნებლად იბრძვის და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი მარტო არ არის დატოვებული”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა ახალი ძალების შესახებ მეხუთე პრეზიდენტის, ს განცხადებას.
„მე როგორც ვნახე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, ის მიიჩნევს პოზიტიურად, თუ ახალი ძალებიც გამოვლენ პოლიტიკურ ასპარეზზე და რა თქმა უნდა, ნებისმიერი ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გამოჩენა მოქალაქეების გადასაწყვეტია, ამას ვერავის გადავუწყვეტ, პრეზიდენტი აკეთებს იმ განცხადებას, რომელიც მას მიზანშეწონილად მიაჩნია”,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც