ანა ნაცვლიშვილი – „ძლიერი საქართველოს“ სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას! – ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს!

„ძლიერი საქართველოს“ სახელით კატეგორიულად ვგმობთ გიორგი გახარიას წინააღმდეგ გუშინ განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას! – ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირადად ივანიშვილს! – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ სინდისის ყველა პატიმარს სოლიდარობას უცხადებს.
„პერსონალურად ივანიშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა იმ რეპრესიებზე, რომლებსაც რუსულ სტილში ქართული მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ახორციელებენ და ამ რეპრესიების მძიმე მაგალითებია გუშინდელი თავდასხმა ზვიად ქორიძეზე, მზია ამაღლობელის და ათობით ადამიანის, მათ შორის „ძლიერი საქართველოს“ წევრებისა და ლიდერების აბსოლუტურად, დაუსაბუთებელი და უკანონო პატიმრობა.
ჩვენი სახელით სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმარს და ვაძლევთ გარანტიას, რომ ახალი არჩევნების შემდეგ ყველა ჯალათს, რომელიც მონაწილეობს მათ წინააღმდეგ, ამ უსამართლო და სასტიკ რეპრესიებში, სათანადო პასუხი რეფორმირებული მართლმსაჯულების პირობებში გაეცემა!“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)