ანა ნაცვლიშვილი შალვა პაპუაშვილს – რუსეთი ამბობს ზუსტად იმას, რომ საქართველო კი არა, თურმე დასავლეთი იყო დაინტერესებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებით – ეს არის რუსული ნარატივი

ზუსტად ამბობს, რომ საქართველო კი არა, თურმე დასავლეთი იყო დაინტერესებული მის მიერ ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებით – ეს არის რუსული ნარატივი! ზუსტად კრემლი ამბობს ამას! ეს არის ამ ქვეყნის და ყველა პატრიოტი მოქალაქის უდიდესი შეურაცხყოფა! – ასე მიმართა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სპიკერს, რომლის თქმით, “როდესაც საია ცხინვალში ომის შედეგების მტკიცებულებებს აგროვებდა, ეს ამ ორგანიზაციის დამფინანსებლის ინტერესში იყო, მაგრამ ასევე იყო საქართველოს ინტერესში“.
როგორც ნაცვლიშვილმა პაპუაშვილის მისამართით განაცხადა, ზუსტად რუსეთს სურს იმის გამოცხადება, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ინტერესებს იცავენ, მტრის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს აგროვებენ და რუსეთი საერთაშორისო სასამართლოში მიჰყავთ, ეს დასავლეთის ინტერესის გატარებაა და არა საქართველოს პატრიოტიზმი.
“ჩემი კითხვის პასუხად თქვენს მიერ გაკეთებული განცხადება არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ამბობს. თქვენ სწორედ იმის დაკანონება გინდათ, რომ თურმე ოკუპირებულ ქვეყანაში ადამიანები მტრის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს რომ აგროვებენ, ეს უცხო სახელმწიფოს მსახურებად გამოცხადდეს“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით.
პაპუაშვილმა ნაცვლიშვილის პასუხად აღნიშნა, რომ ვერ ხვდება, სად არის პრობლემა.
“ქალბატონო ანა, თქვენ იმაში დაგვარწმუნეთ, რომ ევროპის ინტერესში არ ყოფილა და ეს ყველაფერი -ს და ევროპის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მართლა ვერ ვხვდები, სად არის პრობლემა – მართლა არ არის არც აშშ-ს და არც ევროპის ინტერესში?!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტში მეორე მოსმენით – მუხლობრივად “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა წარადგინა.