– „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული

რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირში მიგიღებთ – ოღონდ სასამართლო გაათავისუფლეთ, კორუფციას ებრძოლეთ და დეზინფორმაციით ნუ ჭყიპავთ საკუთარ მოსახლეობასო და ამათ არაო, „ღირსებით“, გაზით და ჭავლით უნდა ვიაროთო, ხალხზე უნდა ვინადიროთ და სახე დავულეწოთო, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში როგორცაა, ისეო! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი „ფეისბუქზე“ წერს.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ხალხის წინააღმდეგ ომი აქვს გამოცხადებული.
„გუშინ გაზი რომ დაგვიშინეს, შუაგულში ვიდექი მეგობართან ერთად. პირველად უფრო იოლად გადავიტანე და მეორე დარტყმა მართლა საშინელება იყო. ახლაც ცუდად ვხდები რომ მახსენდება, ყველაფერი გეწვის და სხეულს ვერ აკონტროლებ, თვალში ვეღარ იყურები წვისგან, ვარაუდით მიდიხარ, საშინელი სპაზმი გეწყება და ფიქრობ, რომ არასოდეს გაივლის. მეგობარმა მიშველა, გამოვაღწიე.
ამ უბედურებაში რომ ხარ, ირგვლივ ყველა გეხვევა, თავადაც ცუდადაა, მაგრამ შენ გეხმარება, ზოგს ფიზიოლოგიური მოაქვს, ზოგი ხელსახოცს მოარბენინებს, ზოგი უბრალოდ მორბის და სანამ არ დარწმუნდება, რომ კარგად ხარ, ფეხს არ იცვლის.
და მაინც გავიხსენოთ, რისთვის ხდება ეს ყველაფერი? ევროკავშირში მიგიღებთ – ოღონდ სასამართლო გაათავისუფლეთ, კორუფციას ებრძოლეთ და დეზინფორმაციით ნუ ჭყიპავთ საკუთარ მოსახლეობასო და ამათ არაო, „ღირსებით“, გაზით და ჭავლით უნდა ვიაროთო, ხალხზე უნდა ვინადიროთ და სახე დავულეწოთო, საუკეთესო რუსულ ტრადიციებში როგორცაა, ისეო!
ომი აქვთ გამოცხადებული ხალხის წინააღმდეგ“, – წერს ნაცვლიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?