ანა ნაცვლიშვილი – „ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია – ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული

„ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია. მესმის, რომ ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტია „ლელოს“ შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.
ს განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საქმის კეთება არ შეუძლია და მხოლოდ ილანძღება.
„რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ და არა ბინძური კამპანიაც არ უნდა აწარმოონ „ლელოს“ წინააღმდეგ, ვერ აგვაღებინებენ ხელს ჩვენს გეგმებზე: გავუშვათ რუსული ხელისუფლება, პენსია ქვეყანაში გახდეს 1000 ლარი, თითოეულ სტუდენტს, კურსდამთავრებულს ჰქონდეს გარანტია, რომ სახელმწიფო მას უზრუნველყოფს ანაზღაურებადი სტაჟირებით, რაც გახდება მისი ღირსეული დასაქმების გარანტი. ვერ აგვაღებინებენ ხელს საქართველოს დაცვის აქტის მიღებაზე, რომ შეიზღუდოს საქართველოში მზარდი რუსული ექსპანსია, რუსული მავნე გავლენები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკის ოკუპანტის ინტერესებზე ჩამოკიდება და დამოკიდებულება. ვერ აგვაღებინებენ ხელს იმაზე, რომ ავაშენოთ ანაკლია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. იდგნენ და ილანძღონ, მეტი მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. საქმის კეთება მათ არ შეუძლიათ. ეს ძალიან მძიმეა ამ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ 12 წელი ჰქონდა ამ ძალას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაეყვანა განვითარების სულ სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს ერთადერთი მიღწევა პრემიერობის დროს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაა.
„რით იწონებს თავს ღარიბაშვილი? მისი ერთადერთი მიღწევა პრემიერობის დროს არის ის, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან დაიწყო პირდაპირი ფრენები. რამე დიდი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, მნიშვნელოვანი ინვესტორი შემოიყვანა ამ ქვეყანაში, სამუშაო ადგილები შექმნა თუ რა მიღწევა აქვს? რუსული კანონი დააინიცირეს პარლამენტში და მოუწიათ უკან წაღება. ჩავარდნილი და წაგებული იმპიჩმენტი დაიწყეს, ეს არის მათი მიღწევები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”