ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – თქვენ მიუსაჯეთ მოქალაქეებს უვადოდ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო და ფარცხალაძის პროკურატურა! – თქვენ მიუსაჯეთ საქართველოს რუსეთის მსახური ხელისუფლება და არა ქართველი ხალხის!

თქვენ მიუსაჯეთ მოქალაქეებს უვადოდ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო და ფარცხალაძის პროკურატურა! – თქვენ მიუსაჯეთ საქართველოს ს მსახური ხელისუფლება და არა ქართველი ხალხის! – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას, ს შემდეგ წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, პასუხისგებასთან დაკავშირებით.
როგორც ანა ნაცვლიშვილი წერს, საქართველოს მოქალაქეები არიან, სწორედ ისინი, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“ გაასამართლა და ქვეყანაში არსებულ სოციალურ – ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს.
„რუსი ოლიგარქის მშიშარა ბიჭს უბრძანებია, ოპოზიციას გავასამართლებ არჩევნების შემდეგო. მე კი გეტყვით, რომ ვინც თქვენ უკვე გაასამართლეთ და მიუსაჯეთ კიდეც, ეს საქართველოს მოქალაქეებია! საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა – 677, 495; საარსებო შემწეობის მიმღები, 16 წლამდე პირების რაოდენობა – 243 573; შობადობის მაჩვენებელი – ისედაც დაბალია ეს ციფრი და ყოველ წელს კიდევ უფრო მცირდება. მაგალითად, 2023 წელს 5%-ით ნაკლები ბავშვი დაიბადა საქართველოში, ვიდრე 2022 წელს. სიკვდილიანობა წლებია, უსწრებს შობადობას!
2023 წელს ემიგრაციაში საქართველოს მოქალაქეების რეკორდული რაოდენობა – 163 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა.
უცხოეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს ინახავენ. წლიდან წლამდე იზრდება აქ გამოგზავნილი თანხა და, შესაბამისად, მათი წვლილი ეკონომიკაში. შარშან ემიგრანტებმა 4.1 მილიარდ დოლარზე მეტი გადმორიცხეს, აქედან თითქმის 1.3 მილიარდი დოლარი – ევროკავშირის ქვეყნებიდან. იმ ევროკავშირიდან, თქვენ რომ მტრად შერაცხეთ და ხალხი- აგენტურად.
წლის განმავლობაში საშუალოდ ერთ მოსახლეზე მიღებული უცხოური ფულადი გზავნილებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა.
თქვენ გახლიჩეთ ათასობით ოჯახი, საიდანაც ზრდასრულებს მოუწიათ მცირეწლოვნების და ხანდაზმულების დატოვება, რომ შიმშილისთვის არ გაეწირათ!
თქვენ მიუსაჯეთ მოქალაქეებს უვადოდ მურუსიძე – ჩინჩალაძის სასამართლო და ფარცხალაძის პროკურატურა!
კორუმპირებული, გაზულუქებული ხელისუფლება და გაღატაკებული – მოქალაქეები და ბავშვები, ვინც სიღარიბისგან და ძალადობისგან იღუპებიან!
თქვენ მიუსაჯეთ საქართველოს მოქალაქეებს ერთიანი და ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი სახე – ხატის – გელათის დაშლის და ჩამორეცხვის ყურება და უიმედობა!
თქვენ მიუსაჯეთ საქართველოს რუსეთის მსახური ხელისუფლება და არა საქართველოს ხალხის!
ჩვენ ამ სასჯელს არ შევეგუებით.
აი ამ სასჯელისგან საქართველოს გათავისუფლების დღე იქნება 26 ოქტომბერი! ასე რომ, კარგად დაითვალოს მ დარჩენილი დღეები”, – წერს ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, პრემიერმა „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „როდესაც პოლიტიკური პარტია პრობლემებს უქმნის სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიდემოკრატიული, რა თქმა უნდა, მისი აკრძალვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა“. ამასთან, მ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შემთხვევაში, ლოგიკური იქნება მანდატების შეჩერება პარტიის იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც პარლამენტში შევლენ.

ასევე დაგაინტერესებთ